მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ჰუბერტ ქნირშს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

605868f8a02cb
ინგა მურუსიძე
22.03.21 13:57
558
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც BM.GE-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.

პრემიერ-მინისტრმა გერმანელ დიპლომატს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. 

შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზეც ისაუბრეს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. მე მას ამ თანამდებობის დაკავება მივულოცე. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი დავუდასტურე, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.