მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ხედვა გვაქვს

6062fa05e1caa
ინგა მურუსიძე
30.03.21 14:18
721
"კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ხედვა გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ის სიტყვით გამოვიდა გაფართოებული სამთავრობო პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციაზე.

„კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს ხედვა არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გავააქტიუროთ ვაქცინაცია, ეს იქნება წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს და ბიზნესი/ეკონომიკა ამუშავდეს. მეორე გამოსავალი კი არის კოორდინაცია ჩვენს (მთავრობასა და ბიზნესს) შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებისთვის შექმნილია განვითარების საბჭო და მომავალი კვირიდან მთავრობა სამუშაო ჯგუფებში ბიზნესმენებთან შეხვედრებს დაიწყებს, რომ საბოლოო გეგმა მაისის ბოლოს იყოს მზად.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 10-წლიანი გეგმა სექტორების მიხედვით უნდა იყოს შედგენილი.

„ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს მათ შორის კრიტიკულს, ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი, მოვისმენთ თქვენს რჩევებს, რეკომენდაციებს, შენიშვნებს. ამ ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს მარტო მთავრობა ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა პრემიერმა.