მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ეკონომიკის 20%-ზე მაღალ ზრდას ელოდება

60d5b91f08e79
თელარა გელანტია
25.06.21 15:06
864
საქართველოს მთავრობა მაისში ეკონომიკის 20%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„განვლილი ურთულესი 2020 წლის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. აპრილში ჩვენ გვქონდა რეკორდული, 44.8%-იანი ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტად ზრდას. მე არ მინდა მოვლენებს დავასწრო, სტატისტიკური მონაცემები ძალიან მალე გამოქვეყნდება“, - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის: მაისში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს საქსტატი ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებს.