მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: მე წესებით ვცხოვრობ... არანაირი კლანი არ მაქვს

6033c7ff6bbf5
ინგა მურუსიძე
22.02.21 19:08
879
"რა გარანტია გვაქვს, რომ ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება თქვენი სანათესაო და ისევ კორუფციაში არ ჩაერთვებიან?" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ალეკო ელისაშილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს. ელისაშვილმა მომავალ პრემიერს შეახსენა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ღარიბაშვილის ნათესავებზე: „რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა - მე ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო, შემდეგ თქვენ დაადასტურეთ ეს და თქვით, რომ გარჩევები გქონდათ ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი, ახლა თქვენთან სახლშიც კი ვერ მოდის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს?“

თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას არანაირი კლანი არ ჰქონია და არც აქვს.

„როგორც ჩანს, თქვენ ხართ აყოლილი "ნაცების" რიტორიკას და მათ მოგონილ ამბავს, რომ კლანი მაქვს ან მქონდა - ეს კარგად ვერ გავიგე. თუ ფიქრობთ, რომ კლანი მაქვს, ეს ტყუილია, არანაირი კლანი არც მაქვს და არც მქონია. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ და ჩემი ურთიერთობები, ეს მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ მე ვინმე ნათესავთან ურთიერთობა გავწყვიტე, მინდა ვთქვა - ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, არამედ მე დავზიანდი ყველაზე მეტად და ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის მეც. უშეცდომო არავინაა, მათ შორის არც მე. მე წესებით ვცხოვრობ და მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ოჯახის წევრი თუ ნათესავი, ხოლო ვინც ამ წესებს არღვევს, მათთან ურთიერთობას ვწყვეტ“, - უპასუხა ელისაშვილს ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, "საკითხი ფილოსოფიურია" და მზად არის, ამაზე ალეკო ელისაშვილს ცალკე, პირადად ესაუბროს.