მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალს ევროკავშირში ვხედავთ

6050c5bac5f6c
ინგა მურუსიძე
16.03.21 18:53
622
"მომავალს ევროკავშირში ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სურს, 2024 წლისთვის გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამ გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირში ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ. ძალიან ვაფასებ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იყო იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის ის, რომ 2024 წლისთვის გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის განაცხადი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს ქვეყანას.

„ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმსხვილესი დონორია საქართველოს განვითარების სფეროში. ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს. განსაკუთრებით, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის შედეგების თავის დაღწევის და რეფორმების განხორციელების კუთხით. ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

ენერგოეფექტიანობის, ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციული ბაზრის მიმართულებით და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და როგორც იქნა ნახსენები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება იყო დაცული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.