მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

60704df9e9985
BM.GE
09.04.21 16:50
681
„საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.