მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმის შექმნას აპირებს

60335f2dcd4a7
თელარა გელანტია
22.02.21 11:35
3591
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავის ხედვას და გეგმებს აცნობს.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმის შემუშავება, რომლის შექმნასაც ჩემს გუნდთან და მთავარობასთან ერთად და თქვენი <პრლამენტის> ჩართულობით ვაპირებ“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს.