"სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში დეპუტატებს ანგარიშს აბარებს.
ცნობისთვის: სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” არიან გაერთიანებული. 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჰოლდინგის ხელმძღვანელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა. 2015-2019 წლებში ეს კლინიკები “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებას წარმოადგენდა და მათ მართვას “კლინიკების მართვის კომპანია” ახორციელებდა, თუმცა, 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკების მართვა კვლავ სამინისტროს დაუბრუნდა.
„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმითვე, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მომსახურება უფასოა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა ასევე სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც.
„პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ