მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

6283ab565e76e
მარიამ იზორია
17.05.22 18:18
608
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

გარდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს.