საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდური ენერგეტიკული კორპორაცია Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით - 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
"შუახევი ჰესი, დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აღსანიშნავია, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია.
Tata Group მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს. Tata Group-ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს Tata Power,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი