საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იმყოფებოდა ტაშკენტის ტექნოპარკში, სადაც ტექნოპარკი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
ირაკლი ღარიბაშვილს ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა, ტექნოპარკის დირექტორმა სარვარ ახადოვმა და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა მიაწოდეს.
ტაშკენტის ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. ტექნოპარკის ტერიტორიაზე 13 საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს და 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი