მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილმა ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიმეორა

62333d5b8d0f6
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 18:35
1367
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.

დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა.

მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა.

ლეხ კაჩნსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის პრეზიდენტის ძეგლის ბათუმში გახსნის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

მისივე თქმით, საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში.

„დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არა მარტო ის მიმართულებები, რომელიც გარშემო ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. ის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო „გადატვირთვის“, ის იყო წინააღმდეგი ასეთი გულუბრყვილობისა რუსეთის მიმართ, წინააღმდეგი იყო ზოგიერთი სწორი პოლიტიკური მიმართულებისა, მაგრამ მას არ ეშინოდა, გამოეხატა თავისი მიდგომა. იმ დროს მთლიანად ევროკავშირს სჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვები სიმართლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლეხ კაჩინსკი მათ აფრთხილებდა, მაგრამ ეს იწვევდა მხოლოდ მათ ირონიას და დაცინვას, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვები ასი პროცენტით შესრულდა, უფრო მეტიც და მე ამას ვიძახი საქართველოდან, ბათუმიდან. შემდეგი აგრესია მოვიდა 6 წლის მერე, 2008 წლის შემდეგ და დღევანდელ დღესაც და ახლა თავდაყირა დადგა მთლიანად პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვინაიდან განხორციელდა ასეთი ბარბაროსული აგრესია, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. როდესაც ამას იძახდა ლეხ კაჩინსკი, რომ მოესმინა და ყური დაეგდო მთლიანად ევროპას, შესაძლოა დღეს ასეთი აგრესია არ ყოფილიყო. და ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა პოლიტიკამ მიიყვანა ასეთ ცვლილებებამდე ქვეყნების ხელისუფლებები, დაინახეს რომ ხელისუფლებებს აქვს უფლება სუვერენობისა, დაინახეს სიმართლე და ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი დამსახურებაა და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ დღეს.
ყველაფერი, რაც ხდება ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ქვეყნების სუვერენიტეტისთვის. დიდი მადლობა ყველას, იმ ძარღვისთვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს საქართველოს და პოლონელ ერებს, ხალხს აკავშირებს, მის სივრცეს, თავისუფალ სივრცეს, სადაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სწორი პოლიტიკა, ისეთი პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს აგრესიულ პოლიტიკას. დიდი მადლობა რეგიონებს, რომლებიც არიან დამეგობრებულები აჭარის რეგიონთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან. ქვემო სილეზიას, რომელიც დღეს პოლონეთის დელეგაციაშია, დიდი მადლობა ბატონ მინისტრს, დვორჩიკს, რომელიც მხარს უჭერდა ამ ძეგლის აქ დადგმას, ეს არის ნიშანი, ჩვენი მეგობრობის დადასტურება, ძალიან დიდი, სერიოზული გაკვეთილი ჩვენი ერებისთვის მომავლისთვის. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ძეგლის აქ გახსნას, ყველა პარლამენტარს, თვითმმართველობების წარმომადგენლებს პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ძეგლის გახსნას. დიდი მადლობა ბატონ პრემიერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვის. ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო. დიდი მადლობა ყველას, თქვენ და მინდა აღვნიშნო, რომ ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერებს ერთმანეთთან, გვახსოვდეს და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.