19.ივლისი .2022 15:28

ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
views 690
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, უზბეკეთის პრეზიდენტს შავკატ მირზოევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს.

აღსანიშნია, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა