12.ივლისი .2021 11:23

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა
views 2258
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ვიცე-პრემიერები წარუდგინა.

მისი თქმით, აღნიშნულ პოსტებს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.

„ჩვენს ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს - ვიცე პრემიერები იქნებიან ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი“, - აღნიშნა პრემიერმა.