მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური საპრივატიზაციო ნუსხაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

5de12ae899799
დავით ჯალაღონია
29.11.19 19:40
1620
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", - ასე უპასუხა "საქართველოს კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა BM.GE-ს კითხვას იმის შესახებ, მთავრობის მიერ გასულ წლებში წარმოდგენილმა საპრივატიზაციო ნუსხამ ინვესტორების განსაკუთრებული აქტიურობა რატომ არ გამოიწვია.

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პროექტები წინასწარ არის დამტკიცებული, როგორც ნებართვების კუთხით და ა.შ, ამიტომ როგორც ჩვენ გვესმის, ბევრად მარტივი იქნება ინვესტიციის განხორციელება, ვიდრე მანამდე იყო", - აღნიშნა მან.

რაც "საქართველოს კაპიტალის" გეგმებს დღეს წარმოდგენილ საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით, როგორც გილაური აღნიშნავს, ჯერ მათ გაეცნობა და შემდეგ გადაწყვეტს, მთავრობის შეთავაზებებით დაინტერესდება, თუ - არა. აღსანიშნავია, რომ საპრივატიზაციო ნუსხის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად მომზადებულ ბროშურებში იყო მოცემული, რაც დღევანდელი ღონისძიების სტუმრებს დაურიგდათ.

"ბროშურა მაქვს და მივდივართ, რომ განვიხილოთ, რა პროექტები შეიძლება, განვახორციელოთ. ეს ინიციატივა ნამდვილად კარგია. 100 პოტენციური საწარმოს პრივატიზაციაზე გამოტანა ბუნებრივია, ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციებს, ისევე - ბიზნესის აქტივობას და მნიშვნელოვანია, რომ ის აქტივები, რომელიც გაყინულია და არ მონაწილეობს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩაერთოს და ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ინვესტორები და ინვესტიციები მოიზიდოს ქვეყანამ და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა გილაურმა.