მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კილაურიძე: საინვესტიციო ბაზრებზე მდგომარეობა გაყინულია

5f82c7d421004
თათია ჩაფიჩაძე
12.10.20 09:00
1371
"როდის გახდება უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საინტერესო“ - Colliers International Georgia-ს ხელძღვანელ ირაკლი კილაურიძეს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის, ჯერჯერობით, არ აქვს. მიზეზი covid-19-ის გამო გლობალურად შექმნილი გაურკვევლობაა. „საინვესტიციო ბაზრებზე გაყინული მდგომარეობაა“ - აღნიშნა მან.

„არ ხდება ტრანზაქციები ან თუ ხდება ძალიან პატარა მოცულობით. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მყიდველის და გამყიდველის მოლოდინი ფასთან მიმართებით განსხვავებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საინვესტიცო ბაზარზე ფასებთან მიმართებით გაურკვევლობაა. ეს ეხება მთელ მსოფლიოს და ცხადია, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. ალბათ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს იმისთვის, რომ მყიდველები და გამყიდველების მოლოდინები ერთმანეთს დაუახლოვდეს და ტრანზაქციები განახლდეს”, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი კილაურიძემ.

ცნობისთვის: Colliers International Georgia პროექტ recov.ge-ს ფარგლებში 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევები გამოაქვეყნა. კვლევები სააგენტო აწარმოე საქართველოს დაკვეთით უკვე მეორედ მომზადდა და უძრავი ქონების ყველა სექტორის დეტალურ ანალიზს მოიცავს. მათ შორისაა: სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, ინდუსტრიულ-ლოგისტიკური, საკონფერენციო-საგამოფენო, სპორტისა და გართობის სექტორები.