მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: 30-მდე უბნის შედეგები უკვე გადათვლილია

5fa7af8348ac4
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 12:38
1139
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამ რაოდენობით საარჩევნი უბნების შედეგები არასდროს გადათვლილა და ეს უპრეცენდენტო მოვლენაა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის 30-მდე უბანია უკვე გადათვლილი და ეს პროცესი გრძელდება.

„უპრეცენდენტო რაოდენობის უბნები უკვე გადათვლილია, მათ შორის საოლქო კომისიებში და ასევე სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას. ეს პროცესი გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოშიც.

ჩემი ინფორმაციით, უკვე დაახლოებით 30-მდე უბანი გადათვლილია, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა და საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასოდეს გადათვლილა, რაც აჩვენებს რომ ღიაობის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა კობახიძემ.