მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტას „სამწუხარო ფაქტს“ უწოდებს

614b2bf77f479
ინგა მურუსიძე
22.09.21 17:17
826
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა შემდგომი ინვესტიციების შემოსვლისთვის ცუდი სიგნალი იქნება.

ასე ეხმაურება ის ENKA Renewables-ის განცხადებას, რომლის თანახმად, ინვესტორი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ $800-მილიონიანი ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

„მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება - პრემიერი

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს - “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება