12.იანვარი.2019 11:24
საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა. გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს დეკემბერში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სია წარუდგინა.

20.ივნისი.2019 09:00
16

დღეს, კვლევის - "გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
394

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
3997

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
290

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
321

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:35
2117

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად