საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 3% იქნება, - განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა.
საკითხით კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა, რომელმაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ირაკლი კოვზანაძე: არსებული მაღალი დეფიციტის პირობებში, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული, თქვენ უზრუნველყოფთ ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას? ეროვნულ ბანკს შეუძლია ამის უზრუნველყოფა?
არჩილ მესტვირიშვილი: ჩვენი გათვლებით, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებით ველოდებით, რომ ინფლაცია დღევანდელთან შედარებით ერთი თვე შეიძლება მაღალ დონეზე დარჩეს, ხოლო შემდეგ დაიწყებს შემცირებას, რაც საშუალებას მოგვცემს, შევარბილოთ მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში, მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის 8,5%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით.
ირაკლი კოვზანაძე: ემთხვევა თუ არა თქვენი პროგნოზი ბიუჯეტში ჩადებულ ციფრებს საშუალო პერიოდის ინფლაციასთან დაკავშირებით და წლის ბოლოსთვის რა მაჩვენებელს ელოდებით?
არჩილ მესტვირიშვილი: ბიუჯეტი არის დაფუძნებული დეფლატორზე, ჩვენ ვიყენებთ ინფლაციას, თუმცა საშუალო ინფლაცია და დეფლატორი ახლოს არის და პროგნოზებიც ახლოს არის. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენი მოლოდინით წელს საშუალოდ ინფლაცია უნდა იყოს 4 – 4.5%, წლის ბოლოს 3% ან 3%-ზე ქვემოთ და შემდეგ წლებში იყოს 3%-თან ახლოს, ხოლო 2021 წელს ვიქნებით 3%-ზე ქვემოთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?