მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტი გადარჩენის ბიუჯეტია

5fedb94fc4676
ლიკა გურაბანიძე
31.12.20 16:50
1829
“როდესაც ჩვენ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავამტკიცეთ, ბოლოს როგორც პოლიტიკოსმა ვთქვი, რომ ეს არის გადარჩენის ბიუჯეტი, რადგან თითქმის 5 მლრდ ლარზე მეტი COVID19-თან დაკავშირებულ პროექტებშია ჩადებული", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2020 წლის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საბიუჯეტო პროცესმა ყველაფერი ასახა, რაც ქვეყანაში 2020 წელს ხდებოდა.

"პოლიტიკური დაძაბულობა, არჩევნები, COVID19 ერთმანეთს დაემთხვა და რეალური ბიუჯეტი ჩვენ მივიღეთ არა 1 ოქტომბრიდან, არამედ პირველ დეკემბერს, სადაც ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი შეცვლილი და გაუარესებული იყო.
2020-მა წელმა ყველა ის პრობლემა გააშიშვლა, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებობს და, რა თქმა უნდა, პრობლემებმა ბიუჯეტზე ასახვა ჰპოვა. ჩვენი მშპ 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ეს არის ფისკალური ნაწილი, ინვესტიციები და სესხები. ეს ყველა კომპონენტი მკვეთრად შეკუმშულია. ყველა კომპონენტი გვიმცირდება და სწორედ აქედან გამომდინარე გარედან დამატებითი სესხების მიღება გვჭირდება. სანამ COVID19-თან მიმართებით პროცესები ასე მიმდინარეობს, ჩვენ თანხების მობილიზება დაგვჭირდება", - განმარტა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, უნდა მოიძებნოს ალტერნატივა, სხვადასხვა მიმართულებით, სუბსიდირებების იმ პროგრამების, რომელსაც  წელს ჰქონდა ადგილი.

“სუბსიდირების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა ჩამოვაცილოთ და დეფიციტი შევამციროთ, დეფიციტის შემცირება სესხების კოეფიციენტების შემცირებას იწვევს. ჩვენ გვჭირდება სქემა, რომ გავიგოთ სწორად დავეხმარეთ თუ არა ბიზნესებს. ასევე, უნდა მოვახდინოთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება, სხვა შესაძლებლობები და ალტერნატივა არ არის. ბიუჯეტი რომელიც მივიღეთ, შედარებით ოპტიმალური ვერსია იყო. ბიუჯეტს სხვა კუთხითაც უნდა შეხედვა, სუბსიდირების გარკვეული კომპონენტებია, რომელსაც გადახედვა, რევიზია და ინვენტარიზირება უნდა, მე ამის სურვილი მაქვს", - განაცხადა კოვზანაძემ.

პარლამენტმა 2021 წლის 18.4-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა - როგორ ნაწილდება ხარჯები