მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს უნდა გადასცდეს

5f0de8883c4d2
BM.GE
14.07.20 21:15
823
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს გადასცდეს. რადგან წლიდან წლამდე მატულობს საბიუჯეტო შემოსავლები და ასიგნებები, ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება აუდიტით დაფარვის გარეშე დარჩენილი თითოეული პროცენტის წონა“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, გასულ წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 87% მდე გაიზარდა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ ლარზე მეტი მოიცვა, რაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა შესაძლებელია გაუმჯობესდეს.

ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც აუდიტის სამსახურის წარმატებებზე ასევე გამოწვევებზე.

„აუდიტის სამსახურისათვის გამოწვევად რჩება ადამიანური რესურსების გადინების მაღალი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე კი კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა გაცემული რეკომენდაციების რაოდენობაზე და მათ შესრულებაზე: „გაიზარდა გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა- 2019 წელს 1067 რეკომენდაცია გაიცა, რაც ნამდვილად კარგია, ხოლო თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ სამსახურს წარმატებები უსურვა.