მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ახალი რეიტინგი ინვესტორების ნდობას გააძლიერებს

5da1a12a4b291
თელარა გელანტია
12.10.19 13:55
1057
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება
პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი რეფორმების და მუშაობის შედეგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გავლენიანი სააგენტოს მიერ ქვეყნისთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას.

მისი თქმით, რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი", - აცხადებს კოვზანაძე.

სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება. გარდა ამისა ხაზგასმულია მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა", - აცხადებს კოვზანაძე.

რაც შეეხება იმას, S&P-ის შეფასებით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი ინვესტიციების მოცულობა მშპ-ის 33% იყო და მათ შრის ოპირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მშპ-თან 5,7%-ს შეადგენდა,  როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენი სარეიტინგო ჯგუფის ქვეყნებს შორის და საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო ამ კუთხით საქართველოს ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.

მისივე თქმით,  რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია „ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა.