მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

609d0a090287e
თელარა გელანტია
13.05.21 15:12
725
„დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.

„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 1 მლრდ 420 მლნ ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი - 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.