მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში

5f105da0c57d0
BM.GE
16.07.20 17:58
851
"მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში“--ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, კურსის ცვალებადობა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს გარე შოკების შთანთქმისათვის, ყოველთვის ვერ აღწევდა სასურველ მიზანს. „შედეგად გვაქვს ის, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული( არამარტო 2019 წელს არის ეს სურათი) , ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა ამას განაპირობებს და ეს გაუფასურება გადაეცემა ფასების ზრდას, თუმცა ამ საკითხზე ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ახსნები, სხვადასხვა ტიპის შოკები, მათ შორის ტურისტული და სხვა“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობის ფონზე კი ინფლაციასთან ბრძოლა 2019 წელს პრობლემატური იყო.​