მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე გარდაბნის თბოსადგურის გახსნას ეხმაურება

5e21a90c3dbb2
BM.GE
17.01.20 16:06
1092
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი კოვზანაძე თბოსადგური “გარდაბანი 2”-ის გახსნას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

კოვზანაძე მის მიერ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობისას განხორციელებულ პროექტსაც იხსენებს, რომელიც ასევე გარდაბანში განხორციელდა. მისი თქმით, მაშინ პირველად, საქართველოში თბოსადგური აღიჭურვა კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით.

“დღეს, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა, რომელიც ელექტროენერგიის გენერაციას ზამთრის სეზონისთვის სრულად უზრუნველყოფს.

მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ამოქმედება კიდევ უფრო გააძლიერებს ენერგოსისტემის საიმედობას.

აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო: ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგო პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა, ჩემი ხელმძღვანელობის დროს, მის შვილობილ კომპანია - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" ერთად 2015 წლის ივლისში დაასრულა. მაშინ, პირველად, საქართველოში თბოსადგური აღიჭურვა კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიქსის" და „შკოდას" მაღალეფექტიანი ტურბინებით. კომბინირებული ციკლის გარდაბნის თბოელექტროსადგურის ამოქმედების შედეგად, ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა და ენერგოდამოუკიდებლობა გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში”,- ნათქვამია კოვზანაძის პოსტში.