მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე IMF-ის მისიას შეხვდა

61a71045d51d2
ინგა მურუსიძე
01.12.21 11:15
583
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით.

როგორც bm.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდთან დაგეგმილ ახალ სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე.

განიხილეს, ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საკითხები, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ინფლაცია, საფინანსო-საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა.

ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამის განახლების შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.