მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: IMF საქართველოს დახმარების შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებს

5e94735777793
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 18:51
1066
“პირველი განცხადება, ჩემი ინფორმაციით, იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი დახმარება სამი ძირითადი მიმართულებით -  ცენტრალური ბიუჯეტის, ეროვნული ბანკის და კერძო ბიზნესის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

“საერთაშორისო დახმარებები იქნება და იქნება საკმარისი მოცულობით.  პროცესში, როგორც იცით, ჩართულია სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KfW, AFD. ამ კუთხით, უახლოეს დღეებში პირველი განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავს შევიკავებ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან, ვინაიდან ეს მთავრობის პრეროგატივაა.

პირველი განცხადება, ჩემი ინფორმაციით, იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში.

საფინანსო ინსტიტუტებთან ყალიბდება დიზაინები ამ დახმარებების, აქ არის პირდაპირ ბიუჯეტის დახმარება, ეროვნული ბანკის რეზერვების დახმარება, ბიზნესის მხარდაჭერა და სხვა. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საუბრობს ბიზნესის მხარდაჭერაზე, მთლიანად ხელისუფლებაც მოტივირებულია ამისთვის. მაგალითად, EBRD იმუშავებს, რათა იმ კომპანიებს დაეხმაროს, რომლებიც მისი კლიენტები არიან. მოგეხსენებათ, ათობით და ასეულობით კომპანიასთან მუშაობს EBRD. არიან ისეთი IFI-ებიც, რომლებიც პირდაპირ ბიუჯეტს ეხმარებიან,” - განაცხადა “საქმიან დილაში” განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.