11.მარტი .2020 18:17

ირაკლი კოვზანაძე: კორონავირუსთან არსებული გაურკვევლობა და ნავთობის ფასის ვარდნა ლარზე მოქმედებს

views 241
უკან

"კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს," – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევას სწორედ ამ პროცესებთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინები იწვევს. 

"ღნიშნული პროცესესები იწვევს ლარის ბოლოდროინდელ რყევებს. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარების ტენდენცია, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები, ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის კურსზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ რეალობის გათვალისწინებით, რათა ერთის მხრივ მოხდეს პრევენცია და მეორეს მხრივ დავსახოთ გარკვეული გეგმები“,– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.

დღეს ლარი დოლართან მიმართებით 3.3 თეთრით, ევროსთან კი 3.2 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.8791 ლარი გახდა, ევროსი კი 3.2591 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა