მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ლარის გაუფასურება ეკონომიკის პოზიტიურ შედეგებს ფარავს

5d74e3b253f2f
BM.GE
08.09.19 15:17
1234
ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკა განაპირობებს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილებოდა.

„რეალობა ისეთია, რომ ჩვენ გვაქვს 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ივლისში ზრდამ - 6.1% შეადგინა, გვაქვს უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის ტენდენცია, უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც მემკვიდრეობითი პრობლემა იყო, მაგრამ ლარის გაუფასურება ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით შედეგებს ფარავს, იგი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას, ჭარბვალიანობის და მაღალი დოლარიზაციის ფონზე", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობისთვის საჭიროა მონეტარული ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ „უფრო კოორდინირებული, უფრო თამამი და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯები" გადადგას.