მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: პოლიტიკურმა პროცესებმა საბანკო ინსტიტუტი არ უნდა დააზარალოს

60e7fce46c117
ლიკა გურაბანიძე
09.07.21 21:10
587
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალია. საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კომენტირებისას “საქმიანი დილაში” საუბრისას მან განაცხადა, რომ პროცესი რამდენიმე დაინტერესებულ მხარეს შორის პარლამენტში საკმაოდ დინამიკურად ვითარდება.

“პოლიტიკურმა პროცესებმა საბანკო ინსტიტუტი არ უნდა დააზარალოს და პროცესის პარალიზება არ უნდა მოახდინოს. იმიტომ, რომ არსებობს მთელი რეგიონები, სადაც შესაძლოა სხვა საბანკო დაწესებულებამ მომსახურების მიწოდება ვერ შეძლოს. აქ მთავარია პენსიონერის ინტერესი დაცული იყოს და საპროცენტო განაკვეთი შევამციროთ, თუმცა ამავე დროს იმ პროცესებისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს საბანკო ინსტიტუტიც არ უნდა დაზიანდეს", - განმარტა კოვზანაძემ.

ცნობისთვის: ფრაქცია "სტრატეგია აღმაშენებელმა" მოამზადა "საპენსიო სესხებთან დაკავშირებით" კანონპროექტი, რომლის საკომიტეტო განხილვები უკვე გაიმართა. წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს პენსიის აღების შესაძლებლობა მათთვის სასურველ ბანკში უნდა შეეძლოთ. საკანონმდებლო ინიციატივა ასევე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს; ხოლო იმ პენსიონერებს, რომლებიც გარკვეულ რისკჯგუფებში შედიან, თავდებში დასაქმებული ოჯახის წევრის ჩადგომის შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი 20%–25%-ის ფარგლებში ექნებათ.

ამჟამად საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის თქმით, “საბაზრო” განაკვეთია.

შეგახსენებთ, საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. როგორც ცნობილია, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთვება, ბანკებს კი ტენდერის მოსამზადებლად ერთწლიანი პერიოდი მიეცემათ.