მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: საჭიროა, მინიმუმ $1.3-1.5 მლრდ-ის FDI, რაც მარტივი არაა, თუმცა შესაძლებელია

5defa82a8fa7e
თელარა გელანტია
10.12.19 18:13
1033
„ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს და დაამტკიცეს.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს.

„ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება 2020 წელი, მხედველობაში მაქვს მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების და ხარჯების სრულ და ეფექტიან ათვისებასთან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2019 წლისგან განსხვავებით, 1 მლრდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ჩადებულია პენსიების და ხელფასების ზრდა.