მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა

634024ec30384
ინგა მურუსიძე
07.10.22 17:08
509
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს ვოუტერ ბოსუს და მისიის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური და მონეტარული სტაბილურობა, ასევე არსებული გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბანკო საკითხებში. ისაუბრეს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც საფინანსო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას და მდგრადობას ხელს შეუწყობს.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.