11.მარტი .2020 15:08

ირაკლი კოვზანაძე-საპენსიო სააგენტოს და საინვესტიციო საბჭოს: „იყავით უფრო გახსნილები“

views 641
უკან

„საპენსიო თანხების ინვესტირებაზე, საჭიროა, უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც საინვესტიციო საბჭოს, ასევე სააგენტოს მხრიდან, მოგიწოდებთ იყავით უფრო გახსნილები“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო თანხების ტრანზაქციების კანონიერებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან კითხვები დაისვა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსია სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში, თემა ჯერ კიდევ სენსიტიურია და საზოგადოების ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მე კარგად მახსოვს ცხარე დებატები პარლამენტში დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საფინანსო რეფორმაა და აუცილებელია, ქვეყნის ეკონომიკისთვის. საპენსიო სააგენტოს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ ტრანზაქციაზე საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო საბჭოსგან ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. მე არ მიმაჩნია საჭიროდ ყველა ტრანზაქციაზე საჯარო განცხადებების კეთება, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების, თითეული ჩვენთაგანის შენატანი, მითუმეტეს პირველად იყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო საზოგადოების დროული ინფორმირება”, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა