მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობთ, -4%, -5%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნება

5e94543854347
დავით ჯალაღონია
13.04.20 16:03
1344
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკაში რეცესიაა მოსალოდნელი, შესაბამისად, 2020 წელს მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში -4%, ან -5%-იან ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელს ელოდებიან.

ამის შესახებ კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას პარლამენტში მაისში წარადგენს.

"რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეს მაჩვენებელი დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ით და ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას მივიღებთ, ეს დეფიციტი ჯერადად გაიზრდება.

ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქედან გამომდინარე, არათუ ზრდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი გვქონდა, 4.5%, არამედ გვექნება უარყოფითი, -4%, -5%-ის ფარგლებში, თუმცა ეს ციფრები იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფინანსთა სამინისტრო შემოიტანს მაისში", - განაცხადა კოვზანაძემ.