06.ივლისი .2022 14:36

ირაკლი კოვზანაძე წელს 6%-ზე მაღალ ზრდას ელის, მთავარ გამოწვევად კი ინფლაციას ასახელებს

ირაკლი კოვზანაძე წელს 6%-ზე მაღალ ზრდას ელის, მთავარ გამოწვევად კი ინფლაციას ასახელებს
views 419
უკან

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წელს 6%-ზე მაღალ ზრდას ელის, მთავარ გამოწვევად კი ინფლაციას ასახელებს.

ამის შესახებ ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას განაცხადა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ. პროგრესი ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებულია სახელმწიფო ბიუჯეტში (6%). არ გამოვრიცხავ, შემოდგომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ კორექტირებას ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა მან.

ირაკლი კოვზანაძის თქმითვე, ამ ფონზე კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება მაღალი ინფლაცია.

„მნიშვნელოვანია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო ფისკალურ სფეროში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. (2022 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 4,4% დეფიციტი). მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით პროგრესი გვაქვს: პოლიტიკა გამკაცრებულია და ბიუჯეტის დეფიციტიც მცირდება (9.3%-დან 3.6%-მდე), რომელიც აისახება როგორც ინფლაციაზე ასევე ლარის კურსზე. იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა