პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ განახლებული ბიუჯეტი მინუს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე იქნება დაგეგმილი, თუმცა მისი შეფასებით, შესაძლოა, ვარდნა ამაზე მეტიც იყოს.
ამასთანავე, კოვზანაძე ამბობს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არსებული ვითარების შესახებ ჯერ ბევრი რამ ცნობილი არაა და ყოველ დღეს ამ მხრივ, კრიზისის მასშტაბების შესახებ მეტი სიცხადე შეაქვს.
"მაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს შემოვა. პარლამენტი ელოდება ბიუჯეტის ინიცირებას. განსაკუთრებითი კი ოპოზიცია ამას ითხოვს. ყველა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც გაკეთდა, ეს ცვლილებები უნდა იქნეს ბიუჯეტში ასახული და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში აისახება ყველა ეს პროგრამა, რაც იქნება ჩადებული, თუმცა ნებისმიერი განვლილი დღე, ფინანსთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ბიუჯეტზე აძლევს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, ეს მათთვის სამუშაოდ არის კარგი მასალა. რაც მეტხანს იმუშავებენ - მათთვის უკეთესია, რომ უფრო მომზადებული ბიუჯეტი შემოიტანონ.
ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის თავიდან მომზადებას. წარმოიდგინეთ, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უნდა შეიცვალოს. რეალურად დისკუსიაში უნდა ვიყოთ ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ მათი მდგომარეობაც მესმის. რეცესია იქნება, მინუს 4% კი იქნება აღებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იქნება. დეფიციტი ჯერადად გაიზრდება, ასევე შემოსავლები და ბიუჯეტის შემომავალი ფულადი ნაკადები შემცირდება.
ვფიქრობ, შეიკვეცება ყველა ხარჯი, რომელიც არის შესაკვეცი და არ არის დაკავშირებული სოციალურ ხარჯებთან. ჩვენ იმდენად კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით მივდიოდით, რომ ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც ბიუჯეტში გაიწერება, იქნება შესრულებული. როგორც გითხარით ყოველ დღეს მეტი გარკვეულობა შეაქვს ამ სიტუაციაში და რაც მთავარია, ქვეყანა აიღებს და შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც აქამდე ჰქონდა, რაც ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი და რაც მას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჰქონდა.
ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროექტი იქნება მაკროეკონომიკურად იმ პარამეტრებში მომზადებული, რომელიც სავალუტო ფონდთან თანხმდება. ველოდებით, რომ ბიუჯეტის ვერსია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი იქნება ისეთი, რომელიც ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის