მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

600820f9b9304
თელარა გელანტია
20.01.21 16:23
729
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ გიორგი დანელიას შეხვდა.

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე“, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმაა საფინანსო სექტორში, რომელიც საქართველოში განხორციელდა. „ ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას მომავალში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც bm.ge-ის პარლამენტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა საპენსიო სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სამომავლოდ საპენსიო სააგენტოს, საკანონმდებლო კუთხით, სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.