„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობაზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძო სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის, ახალი პროექტების განხორციელებისთვის", - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს".
რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე", სამხრეთ კავკასიაზე გამავალი აბრეშუმის გზის მარშრუტში ჩართული ქვეყნების მთავრობები და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმზე, ტრანსპორტთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, ენერგეტიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.
„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, რომელიც ხელ უწყობს აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი პერსპექტივების დანახვას. თანამედროვე აბრეშუმის გზის ნაწილად ქცევა, ზრდის თითოეული მონაწილე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, შემოსავალს სატრანზიტო გადასახადის სახით, თუმცა მისი საბოლოო ეფექტი გაცილებით დიდი იქნება. სატრანზიტო დერეფანი გააჩენს რეალურ პოტენციალს, რომ საქართველო იქცეს ლოგისტიკურ ცენტრად და უფრო მარტივად დაუკავშირდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს. ეს კი, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოდან 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს უხსნის ბიზნესს, მნიშვნელოვან წამახალისებელ ფაქტორად იქცევა, ქვეყანაში წარმოების განსავითარებლად და ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ორ დღიანია და ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 000-მდე დელეგატი სტუმრობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი