მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: მოსალოდნელია, რომ საწვავის გაიაფება ოქტომბერშიც გაგრძელდება

634146e45b3c6
თამთა ჯიჯავაძე
08.10.22 14:05
962
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საწვავის ფასების კლება ოქტომბერშიც შენარჩუნდება. მისივე თქმით, საწვავი გაიაფების ტენდენციით აგვისტოდან ხასიათდება.

„საწვავის ფასები აგვისტოდან კლებას აჩვენებს. ჩვენი დაკვირვებით, აგვისტოში ფასზე 30-50-თეთრიანი კლება იყო ყველა ტიპის საწვავის შემთხვევაში, სექტემბერში კი - 10-30 თეთრიანი კლება. ბირჟებზე დღეს არსებული სურათი და კურსის სტაბილურობა გვაფიქრებინებს, რომ ოქტომბერიც იქნება კლების კონტექსტში. დღეს ფასი ოთხ ლარს ზემოთ მხოლოდ გარკვეული სახეობის დიზელზე რჩება. იმედია, რომ ოქტომბერში 4-იანი ტაბლოზე აღარ გვექნება“, - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა BMG DRIVE-ში.

ცნობისთვის, კერძო სექტორიც პოზიტიურ პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასების შემცირება კიდევ არის მოსალოდნელი.

საქართველოში საწვავის ფასის განმაპირობებელი ძირითადად ორი ფაქტორია: ლარის კურსი და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი. ლარი კი გამყარების ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება 4.1%-ით, 98-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა.