მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება

60d61d2cdb946
BM.GE
25.06.21 22:24
1559
რიკოთის „საუკუნის პროექტი“ , 51.3 კმ 4 ლოტად არის დაყოფილი, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების 88% მშენებლობა, აქედან 7 გვირაბი უკვე გაჭრილია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც 4 გვირაბია განთავსებული.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს.

„ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, უკვე 2022 წელს გათვალისწინებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე მთლიანად დასრულდება“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.