მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: გვაქვს სამართლიანი მოლოდინი, რომ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

629a38b5e7207
BM.GE
03.06.22 20:46
730
„გვაქვს სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. უპირატესობები რაც ამ შემთხვევაში გაგვაჩნია არის ის შედეგები, რომლებიც გეგმაზომიერი განვითარების შედეგად გაგვაჩნია, მათ შორის რეფორმების მიმართულებით“, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამხელაა წინსვლა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მთელ რიგ მიმართულებებში, რაც უკავშირდება რეგიონულ განვითარებას, საბიუჯეტო დაგეგმარების სისტემებს მუნიციპალიტეტებში.

"ეს პროგრესი არის შედეგი იმ პროგრამებისა, რომლებიც საპილოტე რეჟიმში ძალიან წარმატებით ხორციელდება ჩვენთან. ერთ-ერთ დიდი პროგრამის შეფასება დაახლოებით 2 კვირის წინ გაგვიზიარა ევროკავშირმა და ის 100%-ით დადებითია, რაც არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ რეალურად წინ მივიწევთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ნამდვილად ის მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ და შემდგომი ეტაპებიც იგივე წარმატებით დავძლიოთ და უკვე წევრი ქვეყანა გავხდეთ. ასე რომ, ნამდვილად გვაქვს სამართლიანი და არგუმენტირებული მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება დადებითი იყოს და ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და რეფორმები კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.