მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

5e79bb771a3e1
ინგა მურუსიძე
24.03.20 11:52
840
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ის გზებოს დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.

„ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავვე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლად დაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება.