მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

5e751ceb5fc1f
BM.GE
20.03.20 23:42
849
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, დღეს, შალვა რამიშვილის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და 2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციიების შესაბამისად, ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. მისი თქმით ინფრატსრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და გამოცხადებულია ტენდერები არაერთი ახალი პროექტის დასაწყებად.

„რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა 2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი გეგმის შესაბამისად შესრულდება“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.