"მთავრობის ამოცანაა, 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი" - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.
„მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აფასებს ბოლო, 1977 წლის, კონფერენციიდან წყლის რესურსების მართვის კუთხით დამდგარ შედეგებს, ცვლილებებსა და გამოწვევებს. კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარეთ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ჩვენი მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენი გეგმები, რომელიც „ხედვა 2030“-ის ფარგლებში გაგვაჩნია, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანთან და შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
თავის სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სრული მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის 200-მდე მდებარეობაში მიმდინარე პროექტებზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ წყლის რესურსების დაცვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, უკვე შემუშავებულია წყლის შესახებ ახალი კანონი, რომელიც პასუხობს ყველა ევროპულ პრინციპსა და მოთხოვნას.
გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს იმართება. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე გაიმართება 6 პლენარული დიალოგი და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და ამის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი