რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ერთი მრჩეველი ჰყავს, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6000 ლარია. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა.
რამდენი ადამიანია დასაქმებული სამინისტროებსა და მათ მმართველობაში არსებულ სსიპ-ებსა და შპს-ებში „მრჩევლის“ პოზიციაზე, როგორია მათი სამუშაო აღწერილობა და რამდენია მათი ყოველთვიური ანაზღაურება? – ამ კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით, BMG-მ ყველა სამინისტროს ოფიციალური წერილებით მაისის ბოლოს მიმართა და პასუხები რამდენიმე დღის წინ მიიღო, თან - არასრული.
საქმე ის არის, რომ სამინისტროების და სსიპ-ების უმრავლესობამ „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა.
„რაც შეეხება მრჩეველთა ვინაობას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იგი წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას და სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ აღნიშნული“, - ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასრუქტურის სამინისტროს წერილობით პასუხში, თუმცა მოგვაწოდეს მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობის, რაოდენობის და მათი ხელფასის შესახებ ინფორმაცია:
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულია 1 პირი, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს - 6000 ლარს.
მრჩევლის ფუნქციას ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის, დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემა და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულება წარმოადგენს. კერძოდ, ა) დავალების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვადასხვა საკითხებზე წერილ(ებ)ის პროექტ(ებ)ის მოზადება; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისათვის რჩევების მიცემა; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ გაცემული წერილობითი ან ზეპირი დავალებების შესრულება.
რაც შეეხება სამინისტროში შემავალ სსიპ-ებს და შპს-ებში მრჩევლების შესახებ ინფორმაციას:
სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულია 2 პირი, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს, ჯამში - 7500 ლარს.
სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში მრჩევლის პოზიციაზე არცერთი პირი არ არის დასაქმებული.
სამინისტროს მართვაში არსებულ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულია 3 პირი, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს, ჯამში - 8250 ლარს.
სამინისტროს მართვაში არსებულ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულია 3 პირი, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს, ჯამში - 9750 ლარს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას