23.ნოემბერი .2019 14:20

ირაკლი როსტომაშვილი: როგორც ჩანს, ყველაფერი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაზე "ტყდება"

views 351
უკან


საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ქვეყანაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების გამარტივებაზე პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

როგორც როსტომაშვილი BM.GE–სთან საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანას რაც შეიძლება, ნაკლები რეგულაცია სჭირდება.

"როგორც ჩანს, ყველაფერი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაზე "ტყდება". ჩემი დამოკიდებულებით. ქვეყანას რაც შეიძლება, ნაკლები რეგულაცია სჭირდება. ვფიქრობ, ეროვნულ ვალუტასა და ზოგადად, ეკონომიკურ მდგომარეობასაც ყველაფერში ზედმეტი ჩარევა აზარალებს. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ის, რომ გადასახადების შემცირება და ნაკლები რეგულირება ეკონომიკას ზრდის, ეს ერთგვარი დაუწერელი კანონია. ზოგადად, ჩემი აზრით, რაც ნაკლებია შეზღუდვა, მით მეტად ვითარდება ქვეყანა", - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე განიხილოს, რამდენად შესაძლებელია სავალუტო სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარი 100 ათას ლარამდე შემცირდეს. ასევე, პრემიერმა მოუწოდა ეროვნულ ბანკს, რომ აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, სავალუტო სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა