მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, სამშენებლო სექტორის სუბსიდირება პირდაპირ კავშირშია მომიჯნავე ბიზნესების ამოქმედებასა და განვითარებაზე.
როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა „თუ მშენებლობა ამოიქოქება ამას მოყვება უზარმაზარი შლეიფი“.
ის მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის კლება გარკვეული პერიოდის შემდეგ მოქმედებს ტექნიკის მაღაზიებზე, ავეჯის წარმოებაზე და ა.შ.
„მშენებლობა არის დარგი, რომელიც მოიხმარს 500 დასახელების სხვადასხვა პროდუქციას და ამ სფეროში სპეციალოების მიხედვით 50 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მაგალითისთვის მოვიყვან, თქვენ თუ გახსოვთ 2008 წლის საშინელი ეკონომიკური კრიზისი, მშენებლობა რომ გაჩერდა, ამან რა გამოიწვია. გაჩერდა ელიავას ბაზრობა, გაჩერდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები და ა.შ. ანუ ამ შემთხვევაში თუ მშენებლობა ამოიქოქება და დაიძრება ამას მოყვება უზარმაზარი შლეიფი. ამას მოყვება სანტექნიკის მიმართულებით ობიექტების ამუშავება, ავეჯის წარმოება და ის ხალხი, რომელიც ახლა გვისმენს, ავეჯის საამქრო აქვს და ამბობს ამას რატომ უნდა დავუფინანსო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რამდენიმე თვეში აიღებს ამ ბინისთვის განკუთვნილი ავეჯის სამზარეულოს დაკვეთას.
ბინა, რომელიც დღეს არ იყიდება დეველოპერის მხრიდან, 6 თვეში არ იყიდება რომელიმე ელექტრონიკის მაღაზიაში ამ ბინისთვის ტელევიზორი“, - განმარტა ირაკლი როსტომაშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისულ გეგმაში ჩადებული უძრავი ქონების ღირებულების ლიმიტი, აქცენტს პერიფერიების მშენებლობებზე გადაატანინებს მყიდველს.
„მე როგორც არქიტექტორი და ურბანისტი ვხედავ პლუსს, რომ რაც შეიძლება აქცენტები გადავა პერიფერიების მშენებლობებზე, სადაც ნაკლები ღირებულების ბინები არის და ეს არის ძალიან კარგი ჩვენი დედაქალაქისთვის, იმიტომ რომ ეს მაგალითიც ახლა ერთ დღეში მოგონილი არ არის, ამ თემაზე მიდიოდა მუშაობა თითქმის 2 თვე და ამაში სამშენებლო ბიზნესი ჩართული იყო“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი