10.ივლისი .2020 16:17

ირაკლი რუხაძე კახა ბექაურს - "ეს ინიციატივა კრეტინიზმი და სიგიჟეა!"

views 2857
უკან

„მაგთიკომის“ 46%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი რუხაძე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მიმართავს და ინიცირებულ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს „სრულ კრეტინიზმად, სისულელედ და სიგიჟედ აფასებს“. მან სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურს მიმართა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ დაიცავს ის რუხაძის, როგორც "მაგთის" მეწილის ინტერესებს საქართველოში.

„რაც მეტს გვიყვებით, მით უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება. მე ვარ „მაგთის“ მოწილე, მე და გიას(ჯოხთაბერიძეს) ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი ხელშეკრულება გვაქვს, რაც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ვარ მე მინორიტარი და ის მაჟორიტარი ფლობელი „მაგთიკომში“ საქართველოში. აი გიამ დაარღვია კანონი, ზიანი მიაყენა საქართველოს საზოგადოებივ უსაფრთხოებას. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ მიაყენა. გიამ გაყიდა ეს წილი და ვერ ვარევერსებთ. ახლა რას აკეთებთ? გიას 54%-იან წილს ყიდით საქართველოში? მე არ გაგაჩერებთ არასდროს, ყველგან გიჩივლებთ.

მე მაქვს მასთან ხელშეკრულება ამერიკაში და ამ წილში სხვა ვინმეს ვერ შემომიყვანთ? ამერიკულ ხელშეკრულებას დამიდებს ვინმე? ეს არის სიგიჟე, სისულელე, კრეტინიზმი. წარმოიდგინეთ, რომ სუფთა წილია 54%, საქართველოშია და თქვენ 100% გაგაქვთ აუქციონზე. ჩვენ გიჩივით საქართველოს სასამართლოში და ვამბობთ, რომ გაყიდვის უფლება არ გაქვთ, მაგრამ სასამართლომ პროცესი არ შეაჩერა. ვთქვათ თქვენ მაინც ყიდით წილს, დამისახელეთ ვინმე, ვინც ამ წილში 5%-ს გადაიხდის, თუ არ არის დაკავშირებული მთავრობასთან, ან არ არის ავანტიურისტი, ან არ ეშინია სასამართლოსი. არანაირი ნორმალური მყიდველი არ მიეკარება ამ წილს, რადგან სადავო აქტივია. ვერასდროს ვერ გაყიდით ამ წილს. მანახეთ სერტიფიცირებული გიჟი, რომელიც სადავო აქტივში ფულს გადაიხდის. მყიდველს ვერ იპოვით. თუ რამის გაყიდვას გადაწყვეტთ, მე პირადად გიჩივლებთ ყველგან“, - მიმართა ირაკლი რუხაძემ კახა ბექაურს.

კახა ბექაურმა რუხაძეს უპასუხა, რომ წილის გასხვისება უნდა მოხდეს პროცესების დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში, რაც "მაგთის" მეწილის განცხადებით, არც ერთი კანონის, არც ერთ მუხლში არ წერია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა