მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი სირაძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტს უხელმძღვანელებს

5e620a8aaecb3
თელარა გელანტია
06.03.20 12:30
2620
სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც კომპანია „Ecovis ATA“-ს პარტნიორი, ირაკლი სირაძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ bm.ge-ის პალატიდან აცნობეს.

ირაკლი სირაძეს აქვს საგადასახადო-საბაჟო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციებზე.

კომიტეტი დაკომპლექტდა წამყვანი აუდიტორული კომპანიების KPMG, BDO, გვაზავა და პარტნიორები და Nexia TA-ს წარმომადგენლებით.

,,ჩვენი კომიტეტის მიზანი იქნება განიხილოს და რეაგირება მოახდინოს პალატის წევრი ბიზნეს კომპანიების გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზე. აქტიურად ვითანამშრომლებთ დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებთან და პალატის საბჭოს წევრ ასოციაციებთან. კომიტეტი ასევე შეიმუშავებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის ზრდის მიზნით", - განაცხადა ირაკლი სირაძემ.